ჩოხატაურის და ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიებში დარღვევების შესახებ საჩივრები არ შესულა
საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს ჩოხატაურში. ადგილობრივი საოლქო კომისიის მონაცემებით, ამ დროისითვის 6778 ამომრჩეველი უკვე მივიდა საარჩევნო უბნებზე.
„კვირას“ ამ დროისთვის სიმშვიდეა ლანჩხუთშიც. საკუთარი არჩევანი აქ უკვე 4242-მა ადგილობრივმა დააფიქსირა.
ჩოხატაურის და ლანჩხუთის საოლქო კომისიებში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, არცერთ რაიონიდან საჩივრები არ შესულა.