ლენტეხში, 12 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 21,13% გამოცხადდა
ლენტეხის N46 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მანანა ონიანის განცხადებით, 12 საათისთვის 5871 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე უკვე გამოცხადდა 1264, ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის 21,13 პროცენტია.
მისივე განმარტებით, საარჩევნო უბნები წესების სრული დაცვით გაიხსნა და პირველი ამომრჩეველი დილის 8:00 საათზე გამოცხადდა.
ლენტეხის N46 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არანაირი ექსცესი საარჩევნო უბანზე არ მომხდარა და არც ერთი საჩივარი ამ წუთისთვის არ ფიქსირდება, არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს.