“ბათუმის 29-ე საარჩევნო უბანთან “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელმა ქალს ხელი გაარტყა” – პარტიას პროვოკაციაში ადანაშაულებენ (ვიდეო)
ბათუმის 29-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ ინციდენტი მოხდა. მმართველი გუნდის მომხრეები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა “ქართული ოცნების” კოორდინატორ ქალს სიები წაართვეს და მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.
როგორც “კვირას” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარის თანაშემწემ, დავით კობახიძემ განუცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები პროვოკაციებს აწყობენ და საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობენ.
“ერთ-ერთ ქალბატონი იმყოფებოდა არა საარჩევნო უბანზე, არამედ ქუჩაში. მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, სულ აქ მოძრაობს, ხელი ჰკრა, სიები წაართვა, გამოიქცა და იქვე მდგარ ავტომობილში დამალა, მერე კი გააქრეს საერთოდ. ქალბატონს ხელი გაარტყეს, ის ქალბატონი ახლა პოლიციის განყოფილებაში იმყოფება გამოკითხვაზე. მინდა ვთქვა, რომ დილიდან იყო სიმშვიდე. როგორც კი ესენი გამოჩნდნენ, ატყდა ხმაური, შეძახილები. უნდათ ჩვენი გამოწვევა, რომ ხმის მიცემის პროცედურა ჩაიშალოს, ვერ მივართვით, დამთავრდა “ნაციონალური მოძრაობის” დრო”, – განუცხადა “კვირას” დავით კობახიძემ.
მისივე განმარტებით, მმართველი გუნდის მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
https://www.youtube.com/watch?v=-DxXyu5_2K8
https://www.youtube.com/watch?v=9a559717AAo