ბოლნისის მეოთხე საარჩევნო უბანზე მოქალაქეთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება

ბოლნისის მეოთხე საარჩევნო უბანზე მოქალაქეთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება. აღნიშნულ უბანზე ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
”მე, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ქალ პრეზიდენტობის კანდიდატს, რომლის იმედიც მაქვს და რომელშიც დარწმუნებული ვარ. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოს წარმატებული არჩევანი ჩვენი მომავალი თაობების ცხოვრებაზე აისახება. ბოლნისში, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას”,- განაცხადა გოგი მეშველიანმა.
ბოლნისის მეოთხე საარჩევნო უბანზე 1 242 ამომრჩეველი ფიქსირდება და 11 საათის მონაცემებით, 170-მა მოქალაქემ უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები