გორის მე-15 საარჩევნო უბნიდან „ნაცმოძრაობის“ დამკვირვებელი გააძევეს

გორის მე-15 საარჩევნო უბნიდან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გააძევეს.
როგორც ჟურნალისტებთან გორის №32 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ მირუაშვილმა განმარტა, ჟანა თანდიაშვილი საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ერეოდა და ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს საარჩევნო კანონის დარღვევით ამოწმებდა.
„გორის მე-15 უბანზე დაფიქსირდა ასეთი ფაქტი, საუბნო კომისიის წევრების განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ერეოდა, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში, ამომრჩევლის ნებართვის გარეშე, რეგისტრატურის მაგიდიდან იღებდა პირადობის მოწმობებს და ამოწმებდა. მას გაფრთხილება მისცეს, თუმცა ამ გაფრთხილებას არ დაემორჩილა. რის შემდეგაც, კომისიამ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა მალხაზ მირუაშვილმა.
ჯანა თანდიაშვილი აცხადებს, რომ ის უბნიდან უსამართლოდ გააძევეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები