ქუთაისში დედა-შვილს საარჩევნო კაბინაში ერთად შესვლის საშუალება არ მისცეს

ქუთაისის 120-ე საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობის” წარმომადგენელსა და ამომრჩეველს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მოსულმა დედა-შვილმა საარჩევნო კაბინაში ერთად შესვლა სცადეს. თუმცა, ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.
“მოხუც დედას, რომ შევყვე რა პრობლემაა ყველაფერზე ნუ ქმნით ამბავს. ზეწოლის მოხდენა, რომ მინდოდეს სახლში ვერ მოვილაპარაკებთ?! ნუ დგამთ სპექტაკლს”, – განაცხადა უბანზე ამომრჩეველმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობის” დამკვირვებლის გრიგოლ გუმბერიძის თქმით, თუკი არ შეუძლია ადამიანს თავისუფლად გადაადგილება ამისთვის არსებობს გადასატანი ყუთი.​ვითარება მას შემდეგ დასტაბილურდა, რაც საქმეში საარჩევნო უბნის კომისიის წევრები ჩაერივნენ. საბოლოოდ ამომრჩეველი კაბინაში მარტო შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები