რედინგტონის სანაპიროზე სპილო გამოჩნდა (ვიდეო)

აშშ-ის ფლორიდის შტატის რედინგტონის სანაპიროზე დამსვენებლებმა 20 მაისს სპილო შენიშნეს. სპილო წყალში გაგრილებას ცდილობდა. დამსვენებლებს სპილოს გამოჩენა ფლორიდაში იმდენად დაუჯერებელ მოვლენად მოეჩვენათ, რომ სხვების დასარწმუნებლად ერთ-ერთმა მათგანმა მას ვიდეო გადაუღო. შემდეგ მან სპილოს შესახებ ფეისბუქის გვერდზეც დაწერა:
„იმედი მაქვს, ეს ვიდეო ბუნების დამცველების ყურადღებას მიიპყრობს, ჩვენს მხარეში ტურისტების რაოდენობას გაზრდის და ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.“ როგორც გაირკვა, სპილო „ჯუდი“ ერთ-ერთი მცხოვრების კლაუდია მაკკორკლის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად მოწყობილი წვეულებისთვის მიიყვანეს. გამოცემა Tampa Bay Times-ის სტატიის მიხედვით, ქალბატონს 5 წლის ასაკში შანსი მიეცა სპილოზე შემჯდარიყო, თუმცა მაშინ უარი განაცხადა, რაზეც მთელი ცხოვრება ნანობდა.
იუბილესთან დაკავშირებით ქალბატონმა 4, 500 აშშ დოლარი გადაიხადა, რომ გაწვრთნილი სპილო საკუთარ წვეულებაზე ენახა. იმ დღეს იუბილარი 40 სტუმრის თანდასწრებით სპილოზე შეჯდა. „ჯუდი“ ამერიკაში 1950-ან წლებში ტაილანდიდან ჩამოიყვანეს. იგი ოკეანეს შეჩვეულია. ფლორიდის სანაპიროზე წყალში მან 30 წუთი დაჰყო.

 

10268643_10203167291896092_1193970969068838990_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=BnmJdQo16JM&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები