ჩხოროწყუს ოლქში “ნაცმოძრაობის” რვა წევრმა წილისყრით ფუნქციების განაწილების პროცედურაში მონაწილეობაზე უარი თქვა
ჩხოროწყუს N69 საოლქო კომისიის თავმჯდომარის ვიტალი წურწუმიას ინფორმაციით, ჩხოროწყუს 27-ვე უბანი შეფერხების გარეშე, დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 08:00 საათზე კენჭისყრის პროცესი დაიწყო.
როგორც წურწუმიამ “კვირასთან” საუბარში განაცხადა, მხოლოდ მცირე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა.
“დილის 07:00 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები, ჩატარდა წილისყრის პროცედურები. ხოლო 08:00 საათზე დაიწყო ხმის მიცემის პროცედურა. დაფიქსირდა მცირე პროცედურული გადაცდომები. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობდან” დანიშნულმა კომისიის რვა წევრმა და “ევროპული საქართველოდან” დანიშნულმა ერთმა წევრმა სხვადასხვა უბანზე უარი თქვეს წილისყრაში მონაწილეობის პროცედურაზე”, – განუცხადა “კვირას” ვიტალი წურწუმიამ.
ჩხოროწყუს N69 საოლქო კომისიაში სულ 27 უბანი და 21 958 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.