ცაგერში საარჩევნო პროცესი ხანძრის გამო შეფერხდა (ვიდეო)

ცაგერის N1 საარჩევნო უბანზე, ელექტრო სადენებს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც, საარჩევნო პროცესი რამდენიმე წუთით შეფერხდა.
​ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და პრობლემა მალევე აღმოიფხვრა.
ცაგერის რაიონში სულ 41 საარჩევნო უბანია გახსნილი და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 11 154 ამომრჩეველია დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები