ქუთაისში ამომრჩეველთა რაოდენობა 230 ადამიანით გაიზარდა
ქუთაისში, 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა, კენჭისყრის პროცედურა კი, 8 საათზე დაიწყო.
მისივე თქმით, უბანზე კომისიის წევრებს დააგვიანდათ, თუმცა კენჭისყრის პროცედურის დაწყებისთვის ამას ხელი არ შეუშლია. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, მე-2 ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა 230 ამომრჩევლითაა გაზრდილი და 156 281 ამომრჩეველს შეადგენს.
საოლქო კომისიის ინფორმაციით, გაზრდილია გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველთა რაოდენობაც და 2192-ს შეადგენს.
ქუთაისში საარჩევნო პროცესი, ამ დროისთვის, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.