ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის საჩივარი არ დაფიქსირებულა
ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქში ორმოცდათორმეტივე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე კანონის სრული დაცვით გაიხსნა.
ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იმედო ლაცაბიძის განცხადებით, ამ დროისთვის საარჩევნო ოლქში საჩივარი არ შესულა. მისივე ინფორმაციით, ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქში 52 საარჩევნო უბანია და 50 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.