კახეთში, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
თელავში საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 8 საათზე დაიწყო. თელავის N17 ოლქის მეცხრე საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი ზუსტად 08:00 საათზე დაფიქსირდა.
როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, არჩევნები მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი დარღვევებისა და ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, თელავის ოლქში სულ 56 513 ამომრჩეველია, 16 საარჩევნო უბანია ქალაქში, რაიონებში კი 54.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთის კახეთის რეგიონში სულ 309 საარჩევნო უბანი გაიხსნა. თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ყვარლის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. კახეთის რეგიონში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 305 210 შეადგენს.