შიდა ქართლის 234 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს
შიდა ქართლის 234 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. გორის # 32 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მალხაზ მირუაშვილის განცხადებით, გორის საარჩევნო ოლქში არსებული 105-ვე უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის გორის #32 საარჩევნო ოლქში საჩივარი არ შესულა. პირველი ამომრჩეველი გორში ზუსტად 08:00 საათზე დაფიქსირდა.
2018 წლის საპპრეზიდენტო არჩევნებისთვის შიდა ქართლში 234 საარჩევნო უბანია გახსნილი. როგორც „კვირას“ კორესპონდენტი ადგილდან იტყობინება, არჩევნები ამ ეტაპზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.