ზუგდიდში, ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები ზუგდიდში 08:00 საათზე გაიხსნა.
N67 ზუგდიდის საოლქო კომისისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, ზუგდიდის ყველა, 104 უბანი შეფერხების გარეშე 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო.
მისივე ინფორმაციით დაფიქსირდა მცირე პროცედურული დარღვევები.
“ზუგდიდის ყველა საარჩევნო უბანი გახსნილი იყო დილის 07:00 საათზე, სადაც ჩატარდა წილისყრის პროცედურები. ხოლო 08:00 საათზე უკვე პირველი ამომრჩევლები ჰყავდათ უბნებს. კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, იყო მცირე პროცედურული გადაცდომები. პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობდან”, მათ მიერ თავიდანვე უარი იყო გაცხადებული წილისყრაში მონაწილეობის პროცედურაზე.კერძოდ, სამ უბანში უკვე განკუთვნილი ფუნქციის, რეგისტრატორის მოვალეობის შესრულებაზე“,- განაცხადა მესხმა
ზუგდიდის N15 უბანზე პირველი ამომრჩეველი “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია იყო.
აღნიშნული საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა, სადაც სულ 1290 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
ცნობისთვის, ზუგდიდის N64 საოლქო კომისიის მონაცემებით,ზუგდიდში სულ 120, 844 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.