ზუგდიდის მე-15 სარჩევნო უბანზე გაერთიანებული ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

სიტყვიერი შელაპარაკება გადასატანი ყუთის გაზრდილ სიას მოჰყვა. გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის განცხადებით, მათი დამკვირვებელი დაინტერესდა თუ რატომ იყო 14 ამომრჩეველი ერთ საარჩევნო უბანზე,რისი უფლებაც მას არ მისცა N15 უბნის თავმჯდომარემ.
“ჩვენი დამკვირვებლების მეშვეობით ყველგან ვამოწმებთ,გადასატან ყუთებზე არსებულ სიებს, პირადად მირანდა მესხის სისხლის სამართლის პასუხსიმგებლობა უნდა დადგეს, რადგან ის ტენის ამ სიებში ჯანმრთელ ადამიანებს.რის გადამოწმებას ცდილობდა ჩვენი 70 წლის დამკვივებელი და მას ამის უფლება არ მისცეს, ახლა კი სამარცხვინოდ გამოკითხვაზე ყავთ წაყვანილი”, -უთხრა “კვირას” ანა წითლიძემ.
ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით კი, ოპოზიციის წარმომადგენელი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში. მან ვერ გაიგო ის განმარტება, თუ რატომ იყო გაზრდილი უბანზე გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა. არსებობს ოლქის გადაწყვეტილება, თუ რის საფუძველზეც არის გაზრდილი ამომრჩეველთა რაოდენობა გადასატანი ყუთის სიაში“, – განაცხადა მირანდა მესხმა.
შსს- ინფორმაციით, მათ მიიღეს შეტყობინება, რომ ვ.ხ უბანზე მთვრალ მდგომარეობაში მივიდა, ის არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა იქ მყოფ პირებს.
უწყების ინფორმაციით,აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები