ეკომიგრანტების და სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობას აჭარის მთავრობა სწავლობს – რას აცხადებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები (ვიდეო)

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, 20-მდე ოჯახი, რომლებიც სახელმწიფო ბალანსზე არსებულ შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და მთავრობის წევრებს შეხვდნენ. სოციალურად დაუცველი ოჯახები საცხოვრებელი ფართების მიღებას დაჩქარებულად ითხოვენ. აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის ინფორმაციით, ოჯახების მდგომარეობას აჭარის მთავრობა სწავლობს.
„ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ვიღებთ პასუხისმგებლობას ეკომიგრანტებისა და სოციალურად დაუცველი პირების დაკმაყოფილების შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ არსებული ნორმატიული აქტების და კანონმდებლობის ფარგლებში, რაც გულისხმობს ოჯახების რიგითობის დადგენას და საკითხის ინდივიდუალურად განხილვას“, – ამის შესახებ “კვირას” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.
კოტე რაზმაძის განცხადებით, სამინისტრო და აჭარის მთავრობა ბათუმში ადგილობრივი ეკომიგრანტებისა და სოციალურად დაუცველების პრობლემებს კარგად იცნობს და მათი მოგვარების გზებზე მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები