ცაგერის მოსახლეობას “ბიზნესმენთა საზოგადოების” წარმომადგენლები შეხვდნენ (ვიდეო)

ცაგერის მოსახლეობას ბიზნესმენთა საზოგადოების წარმომადგენლები და ლეჩხუმელი ბიზნესმენები შეხვდნენ.

“ბიზნესმენთა საზოგადოების” წარმომადგენლის, ნინო კობახიძის თქმით, რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ოთხივე რაიონში დააფუძნებს ცენტრებს, სადაც გამოიკვეთება ის პრიორიტეები, რაც აწუხებს რეგიონის მოსახლეობას. აღნიშნული ცენტრები შუამავლის როლს შეასრულებენ მოსახლეობასა და მთავრობას შორის, რათა უფრო ეფექტურად გადაიჭრას პრობლემები.

შეხვედრაზე გამომსვლელებმა მოსახლეობას ასევე მოუწოდეს 28 ნოემბერს მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება, რათა არ დაბრუნდნენ ძველ დროში და ბიზნესმენები კვლავ არ გახდნენ რეკეტის მსხვერპლნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები