მამუკა მდინარაძე: “ნაცმოძრაობის” წევრმა ხვალინდელი დღისთვის საჩივარი წინასწარ დაწერა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ხვალინდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავის აქტივს დაავალა, რომ საჩივრები ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება თუ არა დარღვევა, მაინც დაწერონ.
მისივე შეფასებით, ეს არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ემსახურება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამ დღეების განმავლობაში აცხადებენ, რომ მათ საიტზე უნდა აიტვირთოს საჩივრები. აქვთ სპეციალური საიტი ამისთვის და შეგიძლიათ, ამ საიტზე ნახოთ რომ, ერთ-ერთ მათ წარმომადგენელს, მარინა ჭკადუას, დაწერილი აქვს საჩივარი, რომ ხვალ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა დარღვევა – მარკირების გარეშე ადამიანის შეშვება. ამასთან დაკავშირებით, ათასგვარ თავის მართლებას შეეცდებიან, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა დარღვევა, ისინი აპირებენ ბევრი საჩივრის დაწერას და ესეც ემსახურება არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები