ვანში, „ქართული ოცნების ძველი გვარდიის” წევრები სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ (ვიდეო)
ვანში “ძველი გვარდიის” წევრებმა პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი შეხვედრა გამართეს.
მათი თქმით, ისინი არ დაუშვებენ ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის გამარჯვებას.
„ჩვენ მოვუწოდებთ ვანელებს, რომ გააკეთონ ღირსეული არჩევანი და ყველამ ერთად უარი ვუთხრათ ძალადობას“, – განაცხადეს შეკრებილებმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა 26 მაისის მოვლენებისას დაღუპული სულიკო ასათიანის მეუღლე შორენა ადეიშვილი.
„ნაციონალებმა 26 მაისს, სასტიკად აწამეს, წამებით მოკლეს ჩემი ქმარი, მერე შვილითაც მემუქრებოდნენ. არ დავუშვათ ვანელებო, მთელო საქართველო, ქართველო დედებო, მათი დაბრუნება“, – განაცხადა შორენა ადეიშვილმა.