სოფელ მატანში საერთაშორისო სტანდარტების სპორტ-კომპლექსი გაიხსნა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა და კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სოფელ მატანში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გახსნეს.
პროექტი კომპლექსის სრულად განახლებას, ეზოსა და მინი სტადიონის მოწყობას და სოფელ მატანში 1 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა.
სოფელ მატანში ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე, სპორტ-კომპლექსის მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას წაახალისებს.
სამუშაოები 2017 წლის მარტში დაიწყო და 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდა.
​პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება 1.5 მილიონი ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები