„რა გაკეთდა სამეგრელოში“ – ინტერნეტსივრცეში ახალი მობილური აპლიკაცია გამოჩნდა
იმისთვის, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის თითოეულმა მკვიდრმა მარტივად ნახოს, თუ რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა 2013-2018 წლებში რეგიონში მისი კეთილდღეობისთვის, შეიქმნა მობილური აპლიკაცია – „რა გაკეთდა სამეგრელოში“.
აპლიკაციაში წარმოდგენილია განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რომლებიც განსაზღვრულია სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, დევნილებისთვის, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ პირთათვის, პენსიონერებისთვის, ფერმერებისთვის, მეწარმეებისთვის, ტურისტებისთვის, ექიმებისა და პაციენტებისთვის.
აპლიკაციაში, ასევე, მოცემულია ინფორმაცია, თუ რა კეთდება მეტი უსაფრთხოებისთვის, უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის, მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის.
მობილური აპლიკაცია მომხმარებელს, ასევე, სთავაზობს მნიშვნელოვანი პროექტების ჩამონათვალს, მუნიციპალიტეტების მიხედვით. კერძოდ, აპლიკაცია შესაძლებლობას იძლევა, აბაშელებმა, ზუგდიდელებმა, მარტვილელებმა, მესტიელებმა, სენაკელებმა, ფოთელებმა, ჩხოროწყუელებმა, წალენჯიხელებმა თუ ხობელებმა კონკრეტულად მათთვის საინტერესო პროექტები ნახონ.
აპლიკაციის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე http://gov.ge/s/c03ba ,
play store-იდან გადმოსაწერად კი მიჰყევით ბმულს: https://play.google.com/store/apps/details?id=com.brommko.android.universalwebview2