ვანში პარტია „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის წევრებმა დატოვეს (ვიდეო)

ვანში პარტია “ქართულ ოცნებას” “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ რამდენიმე წევრი შეუერთდა.
მათი განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან საჯაროდ გაკეთებული განცხადება, არჩევნების შემდეგ რევოლუციის შესახებ და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის თაობაზე მიუღებელია.
“არ დავუშვებთ ქვეყანაში არეულობას და ვტოვებთ “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს”, არ შეიძლება პარტიული ინტერესები, ქვეყნის ინტერესებზე მაღლა იდგეს”, – აცხადებენ “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” უკვე ყოფილი წევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები