რუსთავის მერმა რუსთაველებს 2018 წლის ანგარიში წარუდგინა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, რუსთაველ ახალგაზრდებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ანგარიში წარუდგინა.
ირაკლი ტაბაღუამ წლის ანგარიშში, განხორციელებულ და მინდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, 2018 წლიდან დაწყებულ სოციალურ პროგრამებზე და ქალაქის კულტურის სფეროში, წლის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე ისაუბრა.
ანგარიშის დასასრულს, რუსთავის მერმა 2018 წლისთვის დაგეგმილი რამოდენიმე პროექტის კონცეფციის პრეზენტაციაც მოაწყო და მომავალ წელს, რუსთავში სპორტის სასახლის მშენებლობაც დააანონსა.
2018 წლის განმავლობაში, რუსთავში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან, 12 644 460 ლარი იყო გათვალისწინებული. წელს რუსთავში, მუნიციპალიტეტის მიერ, პირველად ხორციელდება პროექტი, რომელიც სოციალურად დაუცველი, თავშესაფრის მაძიებელი რუსთაველების, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითვალისწინებს. სოციალურ საცხოვრისში, რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე დასრულდება, 52 რუსთაველი ოჯახი იცხოვრებს.
მიმდინარე წლიდან ამუშავდა 5 ახალი სოციალური პროგრამაც. რუსთავის მერია, 2018 წელს, 27 სოციალურ პროგრამას დააფინანსა. გაზრდილი იყო მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების და უფასო სასადილოებით მომსახურების პროგრამების ბიუჯეტიც. დაიხვეწა მოქალაქეთა განცხადებების ელექტრონული რეგისტრაციის ფორმაც და მიმდინარე წლიდან, რუსთაველებს, საკუთარი განაცხადის შეტანა, ტერიტორიული ერთეულების ოფისებშიც შეუძლიათ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალაქის გამწვანების საკითხს და წლის განმავლობაში, დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში, 970 ძირი, ხოლო რამოდენიმე დღის წინ გამართულ გამწვანების აქციაზე, 700 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგო. 2018 წლიდან შეიქმნა მერიის ინოვაციების ჰაბიც, რომელიც ქალაქის რევიტალიზაციის პროექტზე მუშაობს. მიმდინარე წლიდანვე, რუსთავის მერიაში, ამუშავდა ,,ახალგაზრდა ინიციატორთა პროგრამაც“, რომლის მიხედვითაც, საინტერესო იდეების მქონე რუსთაველ ახალგაზრდებს, რომლებიც პარალელურად საერთაშორისო ფონდებიდანაც ფინანსდებიან, რუსთავის მერია პროექტის ღირებულების 50%-ს უფინანსებს. მიმდინარე წელს, რუსთავში განხორციელებული და მიმდინარე ინვესტიციების საერთო თანხა 61 მილიონ ლარს სცილდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები