ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში-დაშავდა ერთი ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში. როგორც “კვირას” საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომელმა უთხრა, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მათივე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მძღოლი მსუბუქად დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე საქმე აღძრულია სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.