ურავის კოორდინატორმა ზურა ჩალაძემ და კიდევ ცხრა პირმა “ევროპული საქართველო” დატოვეს (ვიდეო)

პარტია “ევროპული საქართველოს” ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის კოორდინატორმა ზურა ჩალაძემ და კიდევ ცხრა პირმა “ევროპული საქართველო” დატოვეს და “ქართულ ოცნებას” შეუერთდნენ.
როგორც მათ “კვირას” განუცხადეს, გადაწყვეტილების მიზეზი “ევროპული საქართველოს” მიერ “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა გახდა.
“ევროპული საქართველოს” უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ მათთვის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა უფრო მისაღებია და სწორედ ამიტომ შეუერთდნენ “ქართულ ოცნებას”.
“ჩვენთვის მიუღებელია ის განცხადებები რომლებიც “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა გააკეთეს და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადეს. სწორედ ამიტომ მივიღეთ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება”, – განუცხადა “კვირას” ზურა ჩალაძემ.
ამბროლაურის “ევროპული საქართველოს” პარტიის თავმჯდომარე, მაია კაციტაძე “კვირა.გე”-ზე გასული ნიუსის საპასუხოდ აცხადებს, რომ სოფელ ურავიდან ათი ადამიანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია “ევროპული საქართველოს” რიგების დატოვების თაობაზე, არის სიცრუე, რადგან არცერთი მათგანი არ იყო პარტიის წევრი. მათ შორის, კაციტაძე უარყოფს იმ ფაქტსაც, რომ მამაკაცი, რომელიც აცხადებს (ჩალაძე), რომ იყო ვითომდა ურავის კოორდინატორი, ესეც სიცრუეა და ამ ადამიანებს პარტია “ევროპული საქართველოს” აბროლაურის ორგანიზაციასთან საერთო არაფერი ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები