“ევროპული საქართველოს” ბოლნისის ორგანიზაციის წევრებმა პარტია დატოვეს (ვიდეო)
„ევროპული საქართველოს“ ბოლნისის საოლქო ორგანიზაციის და კომისიის 20-მდე წევრმა დღეს პარტიის რიგები დატოვა. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის მიუღებელია რომ საპრეზიდენტო არცევნების პირველი ტურის შემდეგ „ევროპულმა საქართველომ“ მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობას“ გამოუცხადა.
პარტიის წევრები ამბობენ, რომ მათთვის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მიუღებელია.
„არ გვინდა ის 9-წლიანი, სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება. ხალხს ეგონა რომ „ევროპული საქართველო“ ცალკე მდგომი პარტია იყო და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული. პირველი ტურის შემდეგ გამოჩნდა „ევროპული საქართველოს“ ნამდვილი სახე და ამიტომ ვტოვებთ პარტიას და ვუერთდებით „ქარტულ ოცნებას“,-აცხადებენ ყოფილი „ევროპელები“.