“საპარტნიორო ფონდის” მხარდაჭერით, მეტეხში კერამიკული პროდუქციის საწარმო აშენდება
100-წლიანი გამოცდილების მქონე ესპანური კომპანია “კერამიკა ელ ტორენტე”-სა და “საპარტნიორო ფონდის” მხარდაჭერით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში თანამედროვე სტანდარტების კერამიკული პროდუქციის საწარმოს “კერამიკა ელ ტორენტეს” მშენებლობას საძირკველი ჩაეყარა და სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობა “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ, ესპანური კომპანიის ხელმძღვანელობამ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს. აგურის ქარხანა 2019 წლის ზაფხულში ამოქმედდება და ყოველ წლიურად 120 000 ტონა აგურს გამოუშვებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ. ა.შ.შ დოლარზე მეტია. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.