საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პირველ სხდომას გამართავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად არჩეული სამეურვეო საბჭო დღეს პირველ სხდომას გამართავს. ამჟამად ბორდის შემადგენლობაში 7 ადამიანია. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მეურვეთა ამ რაოდენობას გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება აქვს. სავარაუდოდ, ბორდი დღევანდელ სხდომაზე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევს.
„პარლამენტმა აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 7 წევრი. კანონის მიხედვით ისინი უკვე უფლებამოსილები არიან, რომ სხდომა ჩაატარონ. სხდომაზე, სავარაუდოდ, ბორდის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ“, – განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.
მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, სამეურვეო საბჭოში 9 წევრი უნდა იყოს, თუმცა პარლამენტმა ამ დროისთვის 7 მათგანი აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები