ლევან კობერიძე: ოპოზიციის მხრიდანაც სახელისუფლებო გუნდზე შეტევა უაპელაციოდ არ უნდა ხდებოდეს
უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნოდ, მეორე ტურის წინ, განსაკუთრებით, მრავალფეროვანი ბრალდებები ისმის, რომელთა უმრავლესობა რეალობას მოკლებულია.
მისი თქმით, რაიმე ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მომხდარს პასუხს შესაბამისი სტრუქტურები აუცილებლად გასცემენ.
„ბრალმდებლის, ოპოზიციის მხრიდანაც სახელისუფლებო გუნდზე შეტევა უაპელაციოდ არ უნდა ხდებოდეს, რადგან ეს მშვიდი საარჩევნო გარემოს შექმნას ხელს არ უწყობს. ამიტომ მათი პასუხისმგებლობაცაა. ამასთან, თუ რამე ფაქტი დადასტურდება, შესაბამისი სტრუქტურები პასუხს აუცილებლად გასცემენ. თუ ვინმე რამეში დამნაშავეა, ესეც გამოჩნდება“, – განაცხადა დეპუტატმა.