ნიკა მელია სანზონის მოსახლეობას შეხვდა

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და სევდია უგრეხელიძე სანზონის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ. მერობის კანდიდატმა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქისთვის გააკეთებს.
ნიკა მელიამ ადგილობრივ მოსახლეობას, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გაიაფების გეგმა გააცნო, რომელიც მისი მერად არჩევის შემთხვევაში ამოქმედდება. სტუდენტი, პენსიონერი, პედაგოგი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა უფასოდ იმგზავრებს, ხოლო დანარჩენი თბილისელები 50 თეთრის ნაცვლად, მეტროსა და ავტობუსში 20 თეთრს გადაიხდიან, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვანი შეღავათია მოსახლეობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები