დევიდ ბექჰემის ვაჟი ოფიციანტად მუშაობს
ფეხბურთელ დევიდ ბექჰემის უფროსი ვაჟი ბრუკლინ ბექჰემი ერთ-ერთ კაფეში მშობლების თხოვნით ოფიციანტად მუშაობს და ის ყოველდღიურ სახარჯო ფულს უკვე თავად გამოიმუშავებს. როგორც უცხოური მედია იუწყება, ბრუკლინის მუშაობის დაწყება მშობლების იდეა იყო. მშობლებს ასეთი ხერხით უნდათ, რომ მან თავად გამოიმუშაოს ფული და დამოუკიდებელი გახდეს ცხოვრებაში. ბრუკლინმა კაფეში უკვე რამდენიმე დღე იმუშავა. ის საათში 40 გრივენზე მეტს გამოიმუშავებს. როგორც კაფის მეპატრონემ განაცხადა, ბრუკლინმა მალევე იპოვა საერთო ენა კაფეს სხვა პერსონალთან.