ანრი ოხანაშვილი: საარჩევნო სიების გაყალბება “ნაციონალური მოძრაობის” აპრობირებული პრაქტიკაა

ჩვენი მთავარი ამოცანაა, მშვიდობიან, კონკურენტულ გარემოში უზრუნველვყოთ არჩევნების ჩატარება. ამ პირობას დავიცავთ და არჩევნები ჩატარდება მაღალი პროფესიონალიზმით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო სიების გაყალბება “ნაციონალური მოძრაობის” აპრობირებული პრაქტიკაა.
„2012 წლამდე, ყალბ სიებთან და გაყალბებასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის” ძალიან აქტიური მაღალი თანამდებობის პირიც კია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, შესაბამისად, ეს ყველაფერი არის მათი აპრობირებული პრაქტიკა, რომლის გადმოტანასაც ხელისუფლების მისამართით ცდილობენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების გარანტი ხელისუფლება იქნება.
„გავიხსენოთ ევროკომისიის პრეზიდენტის, იუნკერის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები. ისინი დარწმუნებული არიან, რომ არჩევნების მეორე ტური საქართველში ჩატარდება ისეთივე მაღალი პროფესიონალიზმით, როგორც ჩატარდა პირველი ტური, როგორც ჩატარდა აქამდე ყველა არჩევნები. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მშვიდობიან, კონკურენტულ გარემოში უზრუნველვყოთ არჩევნების ჩატარება. ამ პირობას დავიცავთ და არჩევნები ჩატარდება მაღალი პროფესიონალიზმით, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას, ცივილიზებულ საზოგადოებას, საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩვენ არჩევნებს ვატარებთ მშვიდობიან, კონკურენტულ გარემოში და ამის გარანტი იქნება სწორედ ხელისუფლება”, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები