ნათია მეზვრიშვილი: არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებზე 21 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული

შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებზე 21 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. მისივე ინფორმაციით, ბრალდებულები არიან როგორც ოპოზიციური პარტიის, ისე მმართველის პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები.
“არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებზე 21 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ბრალდებულთა შორის არიან როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველის პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები. კონკრეტული პირები არიან ბრალდებულები ადიგენში, თიანეთში, ქუთაისის საკრებულოში, ახალქალაქში და ონში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები