“არა ნაცებს” – ბათუმში “პატრიოტთა ალიანსი” აქციას მართავს (ფოტოკოლაჟი)

ბათუმში “პატრიოტთა ალიანსმა” აქცია, სახელწოდებით, “არა ნაცებს” გამართა.
პარტიის ლიდერებმა აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას 28 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისა და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდეს. ამასთან, მათ “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიან მმართველობაზეც ისაუბრეს და აქციის მონაწილეებს პირობა მისცეს, რომ “ძალადობრივი და სისხლიანი რეჟიმის” დაბრუნებას არ დაუშვებენ.
ბათუმის შემდეგ, “პატრიოტთა ალიანსი” თბილისში 25 ნოემბერს მასშტაბურ აქციას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები