ნიგერიაში აფეთქებებს 118 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

118 ადამიანი დაიღუპა ნიგერიის ქალაქ ჯოსში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. “როიტერის” ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებულია 45 ადამიანი, ათეულობით კი ნანგრევებშია მოყოლილი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პირველი აფეთქება ხალხმრავალ ბაზარში მოხდა, მეორე კი ნახევარი საათის შემდეგ ჰოსპიტალთან ახლოს. დაშავებულების უმეტესობა ქალებია. ნიგერიის პრეზიდენტის გუდლაკ ჯონათანის განცხადებით, ეს იყო ტრაგიკული თავდასხმა ადამიანთა თავისუფლებაზე, თუმცა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები