პუტინის წარუმატებელი ვიზიტი შანხაიში

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარუმატებლობით დასრულდა. მხარები ვერ შეთანხმდნენ ხიდის მშენებლობის შესახებ ერთობლივ პროექტზე, რომელიც კერჩინსკის სრუტის გზით უნდა აშენდეს. ამგვარად, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პუტინის პეკინში ვიზიტის დროს შეთანხმებას ხელი მოეწერებოდა, არ განხორციელებულა. უკრაინის მოვლენების გამო ჩინეთმა ასევე ხელი არ მოაწერა გაზის ხელშეკრულებას. მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსული გაზის მიღების თაობაზეც. ჩინეთისთვის კონტრაქტს ხელი კიდევ არ მოეწერა, თუმცა მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება, – ამის შესახებ “რია-ნოვოსტი” იუწყება.
გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები ჩინეთისთვის უკვე 20 წელია მიმდინარეობს, რომლის უთანხმოების მიზეზი ფასი იყო. ამჯერადაც, როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, გაზის საფასურის გამო შეთანხმება ჩაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები