ზაზა გაბუნია: გუნდი მხარს დაუჭერს პარტიის თავმჯდომარის მიდგომებს

ხაზგასმა იყო გუშინ, რომ თვითკმაყოფილებას მმართველი პარტია არ შეიძლება მიეცეს. ჩვენ ყოველდღე უნდა ვიღვიძებდეთ იმ განცდით, რომ გუშინ გაკეთებული საქმე არ არის საკმარისი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ “იმედისთვის” მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.
გაბუნიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს წარმატებული გზავნილები ჰქონდა.
„ბიძინა ივანიშვილმა თქვა ის, რასაც ვერ იტყოდა სხვა, იმიტომ, რომ ეს იყო მმართველი პარტიის ლიდერის ინტერვიუ, სადაც მან მოურიდებლად, სწორად, მართებულად ისაუბრა იმაზე, რაც არის პარტიის თავმჯდომარის, მეტადრე მმართველი პარტიის მისია. ის იყო პრინციპული, სამართლიანი საკუთარ შეფასებებში და მას ჰქონდა ძალიან ადეკვატური შეფასება, როგორც აწმყოსი, ისე მომავლის, ანუ, იმ ამოცანების, რომელიც აქვს სახელმწიფოს, შესაბამისად, აქვს მმართველ პარტიას. ამ თვალსაზრისით, ძალიან წარმატებული გზავნილები, ინტერვიუ იყო.
ვფიქრობ, მეორეს მხრივ, ის შეფასებები, რომელიც მისი მხრიდან გაკეთდა, იყო არა უბრალოდ მოვლენების შეფასებები, არამედ ქვეყნის გულშემატკივრის პოზიციიდან გაკეთებული განცხადებები, რომელზეც მან გუნდთან და საზოგადოებასთან ერთად აიღო პასუხისმგებლობა. ცხადია, სხვადასხვა ეტაპზე, როცა საჭიროა მეტი ენერგია, ახალი ძალა, ახლებური ტაქტიკა პრობლემებთან გასამკლავებლად, შესაძლოა, იყოს საჭირო პერსონიფიცირებულადაც ახალი გადაწყვეტილებების მიღება. ბუნებრივია, გუნდი მხარს დაუჭერს ამ თვალსაზრისით პარტიის თავმჯდომარის მიდგომებს“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები