მუზეუმის საერთშორისო დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურის მუზეუმში მწერალთა და მოღვაწეთა მემორიალური ნივთების გამოფენა გაიმართება
18 მაისს, 18:00 საათზე, მუზეუმის საერთშორისო დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურის მუზეუმში მწერალთა და მოღვაწეთა მემორიალური ნივთების გამოფენა გაიმართება.
ლიტერატურის მუზეუმის ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება მთაწმინდის მწერალთა მუზეუმის დაარსებიდან, 1931 წლიდან, დღემდე ლიტერატურის მუზეუმის ფონდებში დაცული ალექსანდრე და ნინო ჭავჭავაძეების, ნიკოლოზ ბარათაშვილის, მანანა ორბელიანის, დიმიტრი ყიფიანის, ალექსანდრე ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ივანე მაჩაბლის, რაფიელ ერისთავის, ნიკო ნიკოლაძის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, გალაკტიონ ტაბიძის, ნიკო ფიროსმანაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვლადიმერ მაიაკოვსკის და სხვათა საოჯახო რელიკვიები, ავეჯი, ტანსაცმელი, იარაღი, მუსიკალური საკრავები, ფოტოები, მხატვრული პორტრეტები, ხელნაწერები და დოკუმენტები.
ფოტოზე: ილია ჭავჭავაძის მემორიალური ნივთები.
მის: გია ჭანტურიას №8.