“საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება” – მაკა ბოჭორიშვილი

“საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რომში განაცხადა.

„ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიაში მაღალი დონის სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტიც იქნება ამ მოვლენის მონაწილე. ჩვენ დავესწრებით ამ დიდ ცერემონიას, რომელიც ვატიკანში გაიმართება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები