მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რომში იმყოფება.
პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში უკვე დაეშვა, სადაც მისი დახვედრის ცერემონია გაიმართა.
მიხეილ ყაველაშვილი, 18 მაისს, მეუღლესთან ერთად, ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციაში ასევე იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.