„ევროვიზია 2025“-ის ფინალისტები ცნობილია

„ევროვიზია 2025“-ის ფინალისტები ცნობილია.

მეორე ნახევარფინალური ტური ბაზელში 15 მაისს გაიმართა,  სადაც მაყურებლის წინაშე 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ლიეტუვა, ისრაელი, სომხეთი, დანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ფინეთი, ლატვია, მალტა და საბერძნეთი.

13 მაისს, „ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნებიდან ფინალში გადავიდნენ: ნორვეგია, ალბანეთი, შვედეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, პოლონეთი, სან-მარინო, ესტონეთი, პორტუგალია და უკრაინა.

„ევროვიზია 2025“-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.

საქართველოს „ევროვიზიის“ წლევანდელ კონკურსზე მარიამ შენგელია, სიმღერით Freedom წარადგენდა.

კონკურსის გრანდიოზული ფინალი 17 მაისს ჩატარდება და გამარჯვებული გამოვლინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები