ცოტნე ივანიშვილი: ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე

„ძალადობის წინააღმდეგი ვარ – თვითონ [ბიძინა ივანიშვილს] ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები და დამერწმუნეთ ამაში,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ძალადობის წინააღმდეგია.

„მინახავს [კადრები], თავისთავად ვგმობ ძალადობას და ვარ ძალადობის წინააღმდეგი… კარგი, რა რუსული პოლიტიკა… ნახეთ, როგორი თემა არის: ჯერ ერთი, რუსულ პოლიტიკაზე საუბარი უკვე სასაცილო გახდა, ჩემი აზრით.

ყველას თავისი აზრი აქვს, დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენი აზრები, ამ შემთხვევაში განსხვავებული იქნება. დანარჩენს რაც შეეხება, ამას განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები.

მე, თავისთავად, ძალიან თანავუგრძნობ მათ და გული მტკივა, როდესაც ვხედავ ძალადობრივ კადრებს. აქ მოვედი, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, იმისთვის, რომ გამოვხატო ჩემი აზრი ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით და რა შეკითხვებზე მესაუბრებით, მათ განაპირობებს სასამართლო. მე რატომ უნდა გამოვხატო მასზე აზრი? ძალადობაზე უკვე გითხარით, რომ ვგმობ, ძალიან ვწუხვარ და თანავუგრძნობ, მაგრამ ამ ყველაფერს განაპირობებს სასამართლო, ოფიციალური სტრუქტურები. მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა, არ მიმაჩნია რელევანტურად, რომ მე გიპასუხოთ ასეთ შეკითხვებზე. ჩემი აზრი უკვე გითხარით, რომ ვგმობ ძალადობას.

თვითონ [ბიძინა ივანიშვილს] ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობის და თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები და დამერწმუნეთ ამაში. ამის შემდეგ, როგორც უკვე გითხარით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი და ამ ყველაფერს განაპირობებენ შესაბამისი სტრუქტურები“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

მისი განმარტებით, სანქციების საკითხი კომიკური გახდა.

„საკმაოდ სიმპტომატურად მიმაჩნია, რომ არ მოგატყუოთ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს სანქციებზე მეკითხებით. კარგი რა, კომიკური გახდა უკვე, ასეთი სტილის შეკითხვები. არანაირად არ მეშინია… კარგით, რა ვის სჯერა მაგის?.. დავასრულოთ, ეს შეკითხვები კიდევ, საკმაოდ სიმპტომატური მგონია, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს ასეთი ფორსირებით ასეთ თემებზე მესაუბრებით. [სანქციების] რა თქმა უნდა, არა, [არ მეშინია]“,- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები