ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

“ზუგდიდში, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა,”- ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსვლელობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრიდან დაიწყო, მსვლელობის შემდეგ სამღვდელოებამ ზუგდიდის მთავარ მოედანთან აღმართულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკურ ნიშასთან სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა.

საზეიმო მსვლელობაში მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ვერავამ, მისმა მოადგილეებმა, პარლამენტის წევრმა, ზუგდიდის დელეგატმა, დავით კოდუამ და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები