ბოლნისში საბავშო ბაღი გაიხსნა

ბოლნისში ახლად რეაბილიტირებული N2 საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან განახლდება. ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
შენობას ყველა საჭირო გარე და შიდა სარემონტო სამუშაოები სრულად ჩაუტარდა, შეიცვალა კომუნიკაციები, წყალ-კანალიზაციის გაყვანილობა, ელექტროგაყვანილობა, გადაიხურა თანამედროვე ტიპის სახურავით, ასევე კეთილმოეწყო ეზო და დამონტაჟდა გასართობი ატრაქციონები. ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში ბავშვებს თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი, სრულიად უსაფრთხო, ფუნქციური ფიზიკური გარემო დახვდებათ. ჯგუფები შეივსო მრავალფეროვანი სათამაშოებით და სხვადასხვა განმავითარებელი სათამაშოებითაც.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. რეაბილიტირბულ საბავშვო ბაღში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა და დაემატა ბავშვთა რაოდებობა, რადგან რებილიტაციის შემდეგ, შესაძლებელი გახდა საბავშვო ბაღის შენობის რესურსის სრულად გამოყენება. ბაღში დასაქმდა დამატებით 7 ადგლობრივი მოქალაქე და გაიხსნება ორი ახალი ასაკობრივი ჯგუფი და ბავშვთა რაოდებობა 90 დან 160 მდე გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები