არჩილ თალაკვაძე: მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი კიდევ უფრო მაღალი შედეგით გაიმარჯვებს სამცხე-ჯავახეთში

“დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ არის ადგილობრივ საზოგადოებასა და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს შორის ძალიან ძლიერი კავშირი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ახალქალაქში განაცხადა.
მისი თქმით, მეორე ტურის კამპანია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.
” მეორე ტურის კამპანია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა საზოგადოებასთან ახალქალაქში. როგორც იცით, სამცხე-ჯავახეთში სალომე ზურაბიშვილმა ძალიან მაღალი შედეგით გაიმარჯვა პირველ ტურში. მეორე ტურში ის კიდევ უფრო მაღალი შედეგით გაიმარჯვებს სამცხე-ჯავახეთში. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ არის ადგილობრივ საზოგადოებასა და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს შორის ძალიან ძლიერი კავშირი”, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ „შაბათის კურიერში“ ხმების მობილიზების შესახებ გასულ სიუჟეტზეც ისაუბრა.
“კამპანია მიმდინარეობს არა მხოლოდ გარდაბანში, არამედ მთელ საქართველში. დღეს ნახეთ ეს კამპანია და “რუსთავი 2-მაც” ნახა ახალქალაქში. მთელ საქართველოში არის ძალიან დიდი მხარდაჭერა . საზოგადოებას თვალწინ აქვს არჩევანი, რომელიც უნდა გააკეთოს. ეს არის პრინციპული არჩევანი ადამიანებს შორის, რომლებიც ნიღბებით მოდიან და აპირებენ მოსვლას და ადამიანებს შორის, რომლებიც უბრალოდ, სიმართლით მოვიდნენ ამ დრომდე. ეს არის ჩვენი გუნდი, რომელმაც ქვეყანაში ადამიანის პატივისცემა, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი დააბრუნა.
დღეს ჩვენ გავახმოვანეთ აქ გეგმები, რომელიც სამცხე-ჯავახეთისთვის მომდევნო წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული. ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება მთელი საქართველოს მასშტაბით. შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი იქნება ინფრასტრუქტურის წელი, სხვა პრიორიტეტებთან ერთად და ძალიან ბევრი ახალი პროექტი განხორციელდება ყველა რეგიონში. ეს ნიშნავს, რომ იქნება კიდევ უფრო მკაცრი, კიდევ უფრო ეფექტური მართვა და მათ შორის, დეპუტატები, მაჟორიტარები პასუხისმგებლები ვართ, რომ თვალი მივადევნოთ ამ განვითარებას, ძალიან აქტიურად ვიქნებით კონტაქტზე საზოგადოებასთან”, – განაცხადა თალაკვაძემ.
ჟურნალისტის კითხვას, რომელიც კარტოფილით ამომრჩევლის შესაძლო მოსაყიდვის საკითხს შეეხებოდა, თალაკვაძემ შემდეგნარიად უპასუხა:
“თუ თქვენი შეკითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რატომ აქვს ხალხს კარტოფილი გარდაბანში, ამაზე პასუხი არის სოფლის მეურნეობა. მადლობა“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები