“ჩვენ არ გვინდა სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება” – კახეთში “ევროპული საქართველოს” წევრებმა პარტია დატოვეს

პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ წევრები პარტიას ტოვებენ. პროტესტს კახეთიც შეუერთდა.
imedinews-ის ინფორმაციით, გურჯაანის რაიონული ოფისიდან 10-მდე წარმომადგენელი წავიდა, რომლებიც კოორდინატორებად და აგიტატორებად მუშაობდნენ. პროტესტის მიზეზი ევროპული საქართველს ლიდერების განცხადებები გახდა, რომლის მიხედვითაც, ისინი მხარს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციური ჯგუფის – „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ. პარტიის უკვე ყოფილი წევრებისთვის გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა მიუღებელია, ამიტომ ყველა მათგანი „ქართულ ოცნებას“ უკვე შეუერთდა და მეორე ტურამდე აქტიურ მუშაობას სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისთვის იწყებენ.
„ჩვენ არ გვინდა სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება. ადამიანები, რომლებიც აწამებდნენ და კლავდნენ მოქალაქეებს. ჩვენ ვიცოდით, რომ ბაქრაძის პარტია ცალკე იყო, თუმცა გაირკვა, რომ ისინი კვლავ ერთად მოქმედებენ“, – განაცხადეს „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები