“პირველ ტურში ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს სამცხე-ჯავახეთში, მეორე ტური გაცილებით მძლავრად იქნება წარმოდგენილი”

“მე ასე მგონია, რომ ამ ხალხს განსაკუთრებით კარგად ესმის განსხვავება სტაბილურობასა და დესტაბილიზაციას შორის, რომელსაც ვაშაძე ჰპირდება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ახალქალაქში განაცხადა.
” თქვენ გახსოვთ, რომ პირველ ტურში საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ნინოწმინდაში, ახალციხეში და მეორე ტური გაცილებით უფრო მძლავრად იქნება გამარჯვების ციფრებით წარმოდგენილი. მე ასე მგონია,რომ ამ ხალხს განსაკუთრებით კარგად ესმის განსხვავება სტაბილურობასა და დესტაბილიზაციას შორის, რომელსაც ვაშაძე ჰპირდება. ამ ხალხს ძალიან კარგად ესმის ის აუცილებლობა, რასაც ჰქვია ინტეგრაცია, განათლების დონის ამაღლება,რასაც ჩვენ ვპირდებით. ასე რომ, განსხვავება საკმაოდ დიდია და ეს განსხვავება იქნება ციფრებში გამოხატული”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები