დავით მათიკაშვილი: მთავარი იდეა არის ის, რომ ქვეყანა ხელში არ ჩავუგდოთ მწამებლებს

“საქართველო უნდა დარჩეს თავისუფლების რეჟიმში და განაგრძოს წინსვლა”,- ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
“ახალქალაქმა პირველ ტურში დადო ძალიან მაღალი შედეგი. დარწმუნებული ვარ, რომ მ​ეორე ტურში კიდევ უფრო მაღალი შედეგი იქნება. სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს ძალიან დამაჯერებლად. დღეს გვამოძრავებს ერთი იდეა, რომ ხელისუფლება და ქვეყანა არ ჩავუგდოთ მწამებლებს, ადამიანებს, რომლებიც კლავდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ჩვენი საზოგადოების წევრებს. ეს არის იდეა – ქვეყანა დარჩეს თავისუფლების რეჟიმში და განაგრძოს განვითარება და წინსვლა”,- განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები