ჭიათურის ყოფილი მერი: “ნაცმოძრაობის” საარჩევნო რეჟიმი ზედმეტებში გადადის, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად მიმაჩნია

0

„ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო რეჟიმი ზედმეტებში გადადის, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად მიმაჩნია“, -ასე აფასებს ჭიათურის ყოფილი მერი პაატა ნადირაძე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კამპანიას.
პაატა ნადირაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებას სახელწიფოსადმი, რათა არჩევნებში გაიმარჯვონ, ყველაფრის ფასად, სახელმწიფო დანაშაულად მიიჩნევს.
„ნაციონალური მოძრაობა რომ დამნაშავე რეჟიმი იყო ამაზე აღარ ვკამათობთ, კოჰაბიტაციაზე და თუ რატომ არ დაისაჯნენ ამაზეც აღარ ვსაუბრობ, ეს შეცდომა იყო და მომავალში განსახილველი თემაა. თუმცა, მათი დღევანდელი დამოკიდებულება სახელწიფოსადმი, რასაც სჩადიან რათა არჩევნებში გაიმარჯვონ, ყველაფრის ფასად, მიმაჩნია სახელმწიფო დანაშაულად. გასაგებია, რომ პარტიებმა პოპულისტური განცხადებები უნდა გააკეთონ რათა არჩევნებში ამომრჩევლის გული მოიგონ, მაგრამ პარტიას რომელსაც ქვეყნის მართვაზე აქვს პრეტენზია ჯარში შეაქვს განხეთქილება? ქვეყნისთვის გმირ მეომრებში შეაქვს დაპირისპირება? სტრუქტურა რომელიც ქვეყნის მშვიდობის გარანტია და სამშობლოს დაცვაზე და გმირებზე ესაუბრები მომავალ თაობებს, თუ მართლა გიყვარს ეს ქვეყანა. პარტია ასე არ უნდა იქცეოდეს და დამნაშავედ მიმაჩნია, რაზეც ჩემი აზრით პასუხიც უნდა აგოს. იმ გმირებს და იმ სამხედროებს, რომლებიც ქვეყანას იცავდნენ დღესაც იცავენ და ხვალაც დაიცავენ ტყუილად ნურავის შეყავხართ შეცდომაში, ვერავინ ვერცერთი ჰააგა და ვერცერთი სასამართლო ვერ დაგსჯით სამშობლოს დაცვისათვის, ტყუილად ნუ გაშინებთ სააკაშვილის რეჟიმი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მართლა ზედმეტებში გადადის ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო რეჟიმი, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად მიმაჩნია“, – წერს პაატა ნადირაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი