ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

0

ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული სამი პაციენტი ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში მკურნალობს.
როგორც „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, სამივე დაშავებული ერთი ოჯახის წევრები არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მისივე თქმით, სამივე პაციენტს ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდებათ, შესაბამისად ისინი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ერთი ოჯახის წევრებს, 6 წლის გოგონას, მის დედას 24 წლის ქალს და გოგონას ბაბუას 44 წლის მამაკაცს სხეულის სხვადასხვა ზედაპირზე დამწვრობა აღენიშნებათ.
შეგახსენებთ, რომ ზემო ფონიჭალაში, N23 კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
აფეთქების შედეგად, თბილისის მერიამ კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართები უკვე მოიძია და ისინი დააბინავეს.

კომენტარები

კომენტარი